სახელმწიფო შესყიდვების კეთილსინდისიერებით საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულშია და ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას უსწრებს
შეფასების 100 ბალიანი სისტემით საქართველომ 88 ქულა მიიღო და მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება ისლანდიას და შვეიცარიას, რომლებმაც 90 ქულის მოპოვება შეძლეს. ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზების და ტენდენციების შესახებ ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ყველა ქვეყანას მოიცავს და მომზადებულია ევროკავშირის დაკვეთით, ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის ფარგლებში.
