თურქმენეთში მიმდინარე ფორუმის ფარგლებში ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვიდა
თურქმენეთში მიმდინარე ფორუმის ფარგლებში ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვიდა პლენარულ სესიაზე, სახელწოდებით - მშვიდობა და ნდობა: მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის. ირაკლი კობახიძემ ილაპარაკა მშვიდობის აუცილებლობაზე და თქვა, რომ ორი ისტორიული რეგიონის, მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს. პრემიერ მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ასევე შუა დერეფნის მნიშვნელობაზე, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის სტაბილურ მაჩვენებელსა და გლობალურ გამოწვევებზე.
