უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ბრიტანეთის ბანკებიც ეწინააღმდეგებიან
გამოცემა „ფაინენშალ ტაიმსის“ ცნობით, ფინანსურმა ორგანიზაციებმა ანონიმურობის პირობით გამოთქვეს უკმაყოფილება გეგმის მიმართ, რომლის მიხედვითაც, მათ ხელში არსებული დაახლოებით რვა მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის გაყინული რუსული აქტივები უნდა გამოიყენონ. ბანკები აცხადებენ, რომ მოსკოვის მხრიდან საპასუხო ნაბიჯების შემთხვევაში, ბრიტანეთის ხელისუფლება მათ დაცვის მექანიზმს არ სთავაზობს.
