საქართველოს შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად და ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, პარიზსა და ლიონში „როუდშოუები“ მოეწყო
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, საფრანგეთში წელს ბოლო შემაჯამებელი პრეზენტაციები გამართა. ღონისძიებებში, რომლებსაც 80-მდე ფრანგი ტუროპერატორი დაესწრო, ათი ქართული კომპანია მონაწილეობდა. ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები სამომავლო თანამშრომლობის დასამყარებლად და საქართველოში ტურისტული ჯგუფების მოსაზიდად პოტენციურ პარტნიორებს შეხვდნენ.
