აშშ-ში საქართველოს ელჩი სენატორ მარკვეინ მალინს შეხვდა
აშშ-ში საქართველოს ელჩი სენატორ მარკვეინ მალინს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განმტკიცების პერსპექტივები. ამ კონტექსტში ელჩმა, ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მხარდაჭერის კუთხით, სენატორ მალინის პირად წვლილს გაუსვა ხაზი და მადლიერება გამოხატა. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, აქტუალურ მოვლენებსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივების მნიშვნელობას.
