მიზანმიმართული დეზინფორმაცია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, ქვეყნისათვის დამაზიანებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ. საუბარია „რადიო თავისუფლების” მიერ გავრცელებულ ცნობაზე, რომლის მიხედვითაც, ქნესეთის რამდენიმე წევრმა ტერორისტული თავდასხმების საფრთხის გამო, საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. რადიო თავისუფლებას ინფორმაციის წყაროდ “კანალ 7” მოჰყავს. ამ საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელი დაიბარა. იციკ მოშე აცხადებს, რომ ინფორმაცია ქნესეთის ერთ ერთი წევრისგან მიიღო, თუმცა ამ ცნობის უფრო კონკრეტული და სერიოზული წყარო მან ვერ დაასახელა
