ევროკავშირი ბელგიას იზოლაციით ემუქრება
ევროკავშირი ბელგიას იზოლაციით ემუქრება. Politico წერს, რომ თუკი ბელგიის პრემიერ-მინისტრი, უკრაინისთვის 210 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის დამტკიცებას არ დათანხმდება, მას ევროკავშირის ლიდერები ისევე მოეპყრობიან, როგორც უნგრეთს. ანუ მოსალოდნელია სანქციები და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მისი იზოლაცია. პოლიტიკოს ცნობით, ბელგიის პრემიერ მინისტრი ბარტ დე ვივერი რუსული გაყინული აქტივებით უკრაინისთვის სესხის დაფინანსებაზე ჯერ თავს იკავებს, რადგან შიშობს, რომ თანხის დაბრუნების საჭიროების ან სასამართლო დავების შემთხვევაში, ბელგია ჩიხში აღმოჩნდება. თითქმის ყველა რუსული აქტივი ამჟამად ბრიუსელში მდებარე ფინანსურ საცავშია განთავსებული
