გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი კენიაში, გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესიაზე სიტყვით გამოვიდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი კენიაში, გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. სესიის მთავარი გზავნილია - „მდგრადი გადაწყვეტილებები უკეთესი პლანეტისთვის“. სესიას 50-მდე ქვეყნის გარემოსდაცვითი და კლიმატის მიმართულების მინისტრი და 130 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. დავით სონღულაშვილმა, ყურადღება გაამახვილა რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის მნიშვნელობაზე, რაც აუცილებელი წინაპირობაა მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებისთვის
