ორგანიზაცია „რეპორტიორი საზღვრებს გარეშე“ პრესის თავისუფლებასთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს
ორგანიზაცია „რეპორტიორი საზღვრებს გარეშე“ პრესის თავისუფლებასთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს. შედეგები რეალობას აცდენილია. კვლევის მიხედვით, საქართველო პრესის თავისუფლების მხრივ ევროპაში ბოლოდან მე-4 ადგილზეა. ირკვევა, რომ ამ კვლევით 57-ე ადგილზე მოხვდა ამერიკის შეერთებული შტატები. ორგანიზაციის ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს ამერიკის ვიცე პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი. შეფასებები კეთდება თბილისში. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ კვლევას პოლიტიკური მიზანი აქვს და ის ქვეყნის იმიჯის შელახვას ემსახურება
