ახალი რეგულაცია შეკრება-მანიფესტაციისთვის
შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული ცვლილებები დამტკიცებულია. საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით 79-ხმით 9-ის წინააღმდეგ მიიღო. დეპუტატებმა პროექტი დაჩქარებული წესით განიხილეს და დაამტკიცეს. დღეიდან დაუშვებელია ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას აქციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს. ასევე დაუშვებელია ხალხის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციითა და საგნებით გადაკეტვა. ასევე დადგინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულებაც.
სიუჟეტის ავტორი: ანა ბერძენიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
