სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შინდისში, ვანსა და ზესტაფონში გამოვლენილია სამი არალეგალური სასაკლაო
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოვლენილია სამი არალეგალური სასაკლაო. შინდისში, ვანსა და ზესტაფონში საწარმოო პროცესი დარღვევებით და შესაბამისი ნებართვის გარეშე მიმდინარეობდა. შინდისის სასაკლაოდან ამოღებული და განადგურებულია 200 კილოგრამი ხორცი. ვანსა და ზესტაფონში კი საეჭვო წარმომავლობის ხორცი. ობიექტები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
