სავალუტო ფონდის მორიგი მისია საქართველოშია
მისიის ხელმძღვანელმა და მისიის წევრებმა, პირველი შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან გამართეს. მიმდინარე სამუშაო ვიზიტის მიზანია, ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების განხილვა და საშუალოვადიანი პერიოდისთვის შემუშავებული ფისკალური პოლიტიკისა და პროგნოზების გაცნობა. ფინანსთა მინისტრმა მისიის წევრებს 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები და 2026 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის ძირითადი პარამეტრები გააცნო.
