შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონპროექტს პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს
დგინდება სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილას იმართება. გათვალისწინებულია სანქციები. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია სამართლიანი ბალანსის დაცვა, ერთი მხრივ, შეკრების თავისუფლებასა და, მეორე მხრივ, ადამიანის სხვა კონსტიტუციურ უფლებებს შორის.
