ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმის განხილვა გაიმართა საქალაქო სასამართლოში
საქმე ეხება ათ დაკავებულს. მათ შორის არიან ოპოზიციის ლიდერები: მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და პაატა ბურჭულაძე. ბრალდებულია ირაკლი შაიშმელაშვილიც. სასამართლოს მხარეებმა შესავალი სიტყვით მიმართეს. სიტყვის უფლებით ისარგებლეს ბრალდებულებმაც. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა შაიშმელაშვილის ადვოკატის შუამდგომლობა ბრალდებულის დისტანციურად ჩართვაზე.
