ევროპული ბიუროკრატიის ორმაგი სტანდარტი- პრემიერ მინისტრის შეფასებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებები სწორედ ევრობიუროკრატიის მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებს
შეერთებული შტატების კრიტიკის შემდეგ, ანტონიუ კოშტა და კაია კალასი ირწმუნებიან, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში არ ერევიან და რომ ჩარევა ცუდია. ეს განცხადება მათ მას შემდეგ გააკეთეს, როცა პრობლემა თავად შეეხოთ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ უკვე წლებია ევრობიუროკრატები ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ერევიან და ამას მათ შორის კაია კალასის არაერთი განცხადება ადასტურებს.
