საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო, ელექტროენერგიით უზრუნველყოფის თვალსაზრისით, სრულად თვითკმარი და ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა უნდა გახდეს - ასეთია ხელისუფლების სტრატეგიული მიზანი
პრემიერ მინისტრის თქმით, ამ მიზნის მისაღწევად ენერგეტიკის სისტემის სწრაფი განვითარებაა საჭირო. ხელისუფლების მიზანია, განახლდეს ყველა შეჩერებული პროცესი და მოიხსნას ყველა ბარიერი, რომელიც ახალი ობიექტების მშენებლობას უშლის ხელს. პრემიერის თქმით, ყველა ენერგოკომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებაში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება ჯარიმები, რომლის მოცულობა მილიარდი ლარია.
