ავსტრალიაში 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომა დღეიდან აიკრძალა
ავსტრალიაში 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომა დღეიდან აიკრძალა. ამ გადაწყვეტილებით, ავსტრალია გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც მსგავსი შეზღუდვა დააწესა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ეს ნაბიჯი ოჯახებისთვის საამაყო დღედ შეაფასა. მისი თქმით, ინიციატივა მნიშვნელოვან ცვლილებებს შეუწყობს ხელს და ავსტრალია სხვა ქვეყნებისთვისაც მისაბაძ მაგალითად იქცევა. ავსტრალიამ 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალური ქსელების მოხმარება მათი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფიზიკური უსაფრთხოების დასაცავად აკრძალა.
