ევროპარლამენტარი კინგა გალი ევროკომისიას უმაღლესი დონის იდეოლოგიურ დისკრიმინაციაში ადანაშაულებს
ევროპარლამენტარი კინგა გალი ევროკომისიას უმაღლესი დონის იდეოლოგიურ დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის, „პატრიოტები ევროპისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს, რომ ევროკომისიამ „ევროპის კათოლიკურ ოჯახთა ასოციაციების ფედერაცია“ ევროკავშირის ღირებულებების დარღვევაში დაადანაშაულა და მას ყველანაირი დაფინანსება შეუწყვიტა. კინგა გალი აღნიშნავს, რომ ეს ფედერაცია ბრიუსელის მიერ ოჯახური ღირებულებების დაცვის გამო ისჯება. ევროპარლამენტარის თქმით, ევროკომისიას არ უნდა მისცენ გენდერული იდეოლოგიის სახელით ძლიერი ოჯახის ღირებულებების წაშლის უფლება.
