უკრაინის ეკონომიკის ყოფილი მინისტრის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთისგან სასუქს ყიდულობს მაშინ, როცა კრემლი უკრაინის დაბომბვას განაგრძობს
უკრაინის ეკონომიკის ყოფილი მინისტრის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთისგან სასუქს ყიდულობს მაშინ, როცა კრემლი უკრაინის დაბომბვას განაგრძობს. ის „ეკონომისტის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით წერს, რომ მართალია, ბრიუსელი რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტას 2027 წლისთვის გეგმავს, თუმცა სწორედ მოსკოვი ამარაგებს ევროკავშირის ფერმერთა ერთ მესამედს. მომარაგების ნაკადი ომის შემდეგ გაიზარდა. კერძოდ, ევროკავშირმა მიმდინარე წლის ივნისში რუსეთისგან ერთი ტონა სასუქი შეიძინა, რაც ბოლო ათწლეულის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
