უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირში მიმდინარე კორუფციული სკანდალები ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც უკრაინის კორუფციაზე თვალს ხუჭავენ. პიტერ სიიარტო დაუჯერებლად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ კიევის კორუფციული სკანდალის ფონზე, ბრიუსელი წევრ სახელმწიფოებს უკრაინის დაფინანსებას სთხოვს და ევროკავშირში მის გაწევრებას გეგმავს. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპას უდიდესი ზიანი მიაყენა. სიიარტო ევროპის იდეოლოგიურ პრობლემასაც ეხება და აღნიშნავს, რომ ახლა ევროკავშირში მხოლოდ უკიდურესი ლიბერალიზმია მისაღები, სხვა პოლიტიკური შეხედულების შემწყნარებლობა კი არ არსებობს.
