თბილისის მერიის ახალგაზრდულ ბანაკებში რეგისტრაცია დაიწყო
თბილისის მერიის ახალგაზრდულ ბანაკებში რეგისტრაცია დაიწყო. წელსაც, მერია სასკოლო და სტუდენტური არდადეგების პერიოდში, ახალგაზრდებს არაფორმალური განათლების მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს. შედგება 20-მდე ბანაკი და ზამთრის სკოლა, საგანმანათლებლო, სპორტული და სახელოვნებო მიმართულებით. მოეწყობა შემეცნებითი გასვლითი ტურები საქართველოს ისტორიულ ადგილებში. პროგრამა ჯამში 14-დან 29 წლამდე ასაკის ორი ათასამდე ახალგაზრდას გააერთიანებს.
