გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელ მდივანს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელ მდივანს შეხვდა. განიხილეს თანამშრომლობით მიღწეული შედეგები. დავით სონღულაშვილმა, აღმასრულებელ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის გრძელვადიანი და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის და აქცენტი გააკეთა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების, წყლის რესურსების დაცვის, გარემოს დაცვით მონაცემთა სისტემების გაძლიერებისა და ინდუსტრიული ემისიების კონტროლის სფეროში მიღწეულ პროგრესზე. ტატიანა მოლჩეანმა კი, კომისიის სახელით, გამოხატა მზადყოფნა საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების და შემდგომი მხარდაჭერის თაობაზე.
