იუსტიციის მინისტრი ევროსაბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
იუსტიციის მინისტრი ევროსაბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. პაატა სალიამ ილაპარაკა მიგრაციის პოლიტიკის ფორმირებისა და მართვის პროცესში, ერთი მხრივ, ადამიანის უფლებების და, მეორე მხრივ, სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვის აუცილებლობაზე; ასევე მიგრაციის საკითხებზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების მნიშვნელობაზე. კონფერენციის ფარგლებში მინისტრმა კოლეგებს მიგრაციის მართვის კუთხით საქართველოს გამოცდილებაც გაუზიარა. სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში იუსტიციის მინისტრი შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარესთან.
