უმაღლესი განათლების შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განიხილეს
უმაღლესი განათლების შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განიხილეს. ცვლილებები კანონში ბევრი მიმართულებით შედის. მათ შორის ხელისუფლება იღებს ისტორიულ გადაწყვეტილებას. 2026 წელს ჩარიცხული სტუდენტებისთვის სწავლა უფასო ხდება. საქართველო 3+1+1 სწავლის მოდელზე გადადის. რეფორმა რეგიონულ განაწილებასაც ითვალისწინებს. თბილისის შემდეგ მთავარი საუნივერსიტეტო ქალაქი ქუთაისი იქნება.
