შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონპროექტზე მეორე მოსმენით იმსჯელეს პლენარულ სხდომაზე
შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონპროექტზე მეორე მოსმენით იმსჯელეს პლენარულ სხდომაზე. კანონპროექტით დგინდება სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილას იმართება. გათვალისწინებულია სანქციები. მთავარი მიზანია სამართლიანი ბალანსის დაცვა, ერთი მხრივ, შეკრების თავისუფლებასა და, მეორე მხრივ, ადამიანის სხვა კონსტიტუციურ უფლებებს შორის.
