სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია
სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია. შეფასების 10-ბალიანი სისტემით საქართველოს 6.5 ქულა აქვს და ლიეტუვასთან და პორტუგალიასთან ერთად თანაბარი მაჩვენებლით ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-16 პოზიციაზეა. კვლევა ევროკავშირის დაკვეთით ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ სახელმწიფოებს. ევროპაში ბოლო ადგილებზე სამ ქულაზე დაბალი შეფასებით ორი ქვეყანა მოხვდა- მოლდოვა და ბოსნია-ჰერცეგოვინა. გამოქვეყნებულ კვლევაზე კეთდება შეფასებები.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
