თბილისის „დინამოს“ 19 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა გუნდი დღეს უეფას ახალგაზრდული ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას გამართავს
თბილისის „დინამოს“ 19 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა გუნდი დღეს უეფას ახალგაზრდული ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას გამართავს. პირველი თამაში ჩვენმა გუნდმა მინსკის „დინამოს“ რომელიც „დინამო არენაზე“ ნომინალური მასპინძელი იყო, 2:0 მოუგო და წყვილის უდავო ფავორიტია. მინსკის „დინამოს“ დამარცხების შემთხვევაში, „დინამო“ პირველად ითამაშებს ახალგაზრდული ლიგის პლეი-ოფში, რომლის კენჭისყრა 12 დეკემბერს გაიმართება. დღევანდელი შეხვედრა კი „დინამო არენაზე“ 17:00 საათზე დაიწყება.
