დღეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ფინალი გაიმართება
დღეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ფინალი გაიმართება. დავით პეტრიაშვილის არენაზე თბილისის „იბერია“ გორის „დილას“ დაუპირისპირდება. დასრულებულ სეზონში „იბერია“ ქვეყნის ჩემპიონი გახდა, „დილა“ კი მეორე ადგილზე გავიდა. გუნდები წელს მეხუთედ ხვდებიან და „იბერიამ“ ოთხივე შემთხვევაში შეძლო გორის გუნდის დამარცხება. თასის ფინალი 19:00 საათზე დაიწყება.
