სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია
სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია. კვლევა ევროკავშირის დაკვეთით ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. შეფასების 10-ბალიანი სისტემით საქართველოს 6.5 ქულა აქვს და ლიეტუვასთან და პორტუგალიასთან ერთად თანაბარი მაჩვენებლით ევროპის საუკეთესო ოცეულში 16 პოზიციაზეა. სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ სახელმწიფოებს. მაგალითად იტალიას, ესპანეთს, ლატვიას, საბერძნეთს, სლოვენიას, ბულგარეთს, უნგრეთს, სლოვაკეთს, ალბანეთს, რუმინეთს, პოლონეთს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას და ხორვატიას . ევროპაში ბოლო ადგილებზე სამ ქულაზე დაბალი შეფასებით ორი ქვეყანა მოხვდა მოლდოვა და ბოსნია-ჰერცეგოვინა.
