რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ტომას მასიმ წარმომადგენელთა პალატაში ნატოდან შეერთებული შტატების გასვლის მოთხოვნით კანონპროექტი შეიტანა
რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ტომას მასიმ წარმომადგენელთა პალატაში ნატოდან შეერთებული შტატების გასვლის მოთხოვნით კანონპროექტი შეიტანა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „ნატო ცივი ომის რელიკვიაა. შეერთებულმა შტატებმა ალიანსი უნდა დატოვოს და ეს ფული ჩვენი ქვეყნის დასაცავად გამოიყენოს და არა სოციალისტური ქვეყნებისთვის. დღეს მე წარმოვადგინე კანონპროექტი, რომელიც ნატოში ჩვენი წევრობის დასრულებას ისახავს მიზნად“,- წერს კონგრესმენი. ცნობილია ისიც, რომ კანონპროექტის თანასპონსორი კონგრესმენი ანა პოლინა ლუნა იქნება.
