ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი შიდა საქმეებში ჩარევას აპროტესტებენ
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი შიდა საქმეებში ჩარევას აპროტესტებენ. საქმე ეხება შეერთებული შტატების კრიტიკას. „არ უნდა ჩავერიოთ ქვეყნების შიდა საქმეებში, ჩვენ არ ვაპირებთ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას“,- ამბობენ ანტონიუ კოშტა და კაია კალასი. ეს მაშინ, როცა საქმე მათ ეხებათ. საქართველოს შიდა საქმეებში კი, მაგალითად, კაია კალასი ხშირად ერევა. ამ თემაზე დაწერა პარლამენტის თავმჯდომარემაც. შალვა პაპუაშვილის თქმით, კალასის განცხადება ერთადერთ კონტექსტში შეიძლება იყოს სიმართლე, რომ მას საქართველო ქვეყნად არ მიაჩნია.
