ვაჟა-ფშაველას მეხუთე კვარტალში რეკრეაციული სივრცეები და სპორტული მოედანი მოეწყო
ვაჟა-ფშაველას მეხუთე კვარტალში რეკრეაციული სივრცეები და სპორტული მოედანი მოეწყო. დაახლოებით, 5 000 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე ორი სკვერი, კომბინირებული სპორტული მოედანი და დასასვენებელი სივრცეები გაიხსნა, დამონტაჟდა განათების სისტემა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა კომბინირებულ სპორტულ მოედანს. გარდა ამისა, მოეწყო საბავშვო ატრაქციონები, სასეირნო ბილიკი, დაიგო ხე-მცენარეები. ცალკე გამოყოფილია სავარჯიშო სივრცეც, დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი მოადგილეებთან ერთად გაეცნო.
