ადვოკატთა ასოციაცია 14 დეკემბერს, 4 წლის ვადით, ადვოკატთა ასოციაციის ახალ თავმჯდომარეს აირჩევს
ადვოკატთა ასოციაცია 14 დეკემბერს, 4 წლის ვადით, ადვოკატთა ასოციაციის ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. არჩევანი ექვს კანდიდატს შორის გაკეთდება. კანდიდატებს შორისაა ადვოკატი, მედიატორი და სამართლის დოქტორი ირაკლი ყანდაშვილი, რომელიც 20 წელზე მეტია საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოში. საადვოკატო საქმიანობას ეწევა. არის საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მოქმედი თავმჯდომარე. 2022 წლიდან ევროპის ადვოკატთა ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრი. სწავლობდა აშშ-ში, ჩიკაგო კენტის იურიდიულ სკოლაში, სადაც იურიდიულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მიიღო.
