საქართველოს მთავრობასა და გაეროს შორის 2026-2030 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა
საქართველოს მთავრობასა და გაეროს შორის 2026-2030 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში კი თქვა, რომ საქართველოსა და გაეროს შორის პარტნიორობის ახალი ეტაპი იწყება. ხუთწლიანი თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტი მაქსიმალურად ითვალისწინებს საქართველოს ეროვნულ პრიორიტეტებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, შერჩეული მიმართულებები შეამცირებს ურბანულ დასახლებებსა და რეგიონებს შორის უთანასწორობას, გააძლიერებს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებს და ხელს შეუწყობს სოციალური დაცვისა და განათლების სისტემების განვითარებას.
