პარლამენტის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა აშშ-ს პოზიციაზე, რომელიც უსაფრთხოების ახალ დოკუმენტშია
პარლამენტის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა აშშ-ს პოზიციაზე, რომელიც უსაფრთხოების ახალ დოკუმენტშია, მათ შორის ნატოსთან დაკავშირებით. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა ერთის მხრივ განცხადებაზე, რომ კონსენსუსი გაფართოებასთან დაკავშირებით არ არსებობს და პარალელურად დაპირებებზე, ნატოს წევრობასთან დაკავშირებით. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით ეს ის საკითხია, რომელსაც საქართველო დიდი ხანია აყენებს ნატოს წინაშე და ელოდება კონკრეტულ პასუხს.
