ბრიტანეთის ელჩის განცხადებები ქართველ ხალხსა და ხელისუფლებაზე თავდასხმად ფასდება „ქართულ ოცნებაში“
ბრიტანეთის ელჩის განცხადებები ქართველ ხალხსა და ხელისუფლებაზე თავდასხმად ფასდება „ქართულ ოცნებაში“. მმართველი გუნდი ბრიტანეთის ელჩის გზავნილებს დეზინფორმაციულს უწოდებს. საუბარია გარეტ უორდის მიერ სტუდენტებთან გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან თქვა რომ საქართველოში არსებობს ანტიდემოკრატიული ზეწოლა ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. პრემიერ-მინისტრის თქმით, სუვერენული ბრიტანული ბიუროკრატია ისე არ მოიქცეოდა, როგორც ბრიტანეთის ელჩი იქცევა.
