ალდეს დუმილი ალეკო ელისაშვილის დანაშაულთან დაკავშირებით
ექსტრემიზმიდან ტერორიზმის მხარდაჭერამდე - ასეთია პრემიერ-მინისტრის შეფასება ალდეს დუმილზე ალეკო ელისაშვილის დანაშაულთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს კარგად აჩვენებს კონკრეტული საერთაშორისო სუბიექტების, მათ შორის, კონკრეტული ევროპული პარტიების ე.წ. ღირებულებებს. „ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი“, რომლის წევრიც „ლელოა“, არაერთი მიმართვის მიუხედავად ჯერ ისევ დუმს. ალდეს დუმილი პარლამენტის თავმჯდომარისთვის იმის აღიარებაა, რომ პოლიტიკური ალიანსი ტერორისტთან თანამშრომლობს.
