როგორც სპონტანური, ისე არასპონტანური შეკრების ორგანიზატორებს ვალდებულება ექნებათ ღონისძიების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო გააფრთხილონ
როგორც სპონტანური, ისე არასპონტანური შეკრების ორგანიზატორებს ვალდებულება ექნებათ ღონისძიების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო გააფრთხილონ. საპოლიციო უწყებას კი ექნება უფლება საჭიროების შემთხვევაში, შეკრების მონაწილეებს ადგილის ან გეზის შეცვლა შესთავაზოს, თუ არჩეული მდებარეობა საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, სახელმწიფო ორგანოების მუშაობას, ტრანსპორტის ან მოქალაქეთა გადაადგილებას. თუ ორგანიზატორი ან მონაწილეები სამინისტროს შეთავაზებას არ დაეთანხმებიან, მათ ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრებათ - მონაწილეს 15 დღემდე, ორგანიზატორს 20 დღემდე. განმეორების შემთხვევა კი ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ცვლილებები შედის შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.
