პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ განათლების სისტემის რეფორმა ფუნდამენტური მნიშვნელობის არის
პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ განათლების სისტემის რეფორმა ფუნდამენტური მნიშვნელობის არის. ირაკლი კობახიძის თქმით, აბიტურიენტებს ექნებათ ფართო არჩევანის საშუალება, როგორც უნივერსიტეტების, ისე სპეციალობებისა და ფაკულტეტების ნაწილში. უმაღლესი განათლების რეფორმას ისტორიულს უწოდებს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლაზე.
