შვიდი ძირითადი მიმართულება, რომელსაც უმაღლესი განათლების რეფორმა მოიცავს
შვიდი ძირითადი მიმართულება, რომელსაც უმაღლესი განათლების რეფორმა მოიცავს. რეფორმის თანახმად სახელმწიფო უნივერსიტეტებში 2026-27 სასწავლო წლიდან ჩარიცხული სტუდენტებისთვის, სწავლა უფასო იქნება. ბაკალავრიატი სამწლიანი გახდება, მაგისტრატურა კი ერთწლიანი. რეფორმა ითვალისწინებს განათლების სისტემის გეოგრაფიულ დეკონცენტრაციას. იგეგმება საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარება ქუთაისსა და რუსთავში. საკანონმდებლო ცვლილებები განათლების კომიტეტის შემდეგ პლენარულ სხდომაზე განიხილეს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ბუღაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
