საქართველოს სპორტული კარატეს ნაკრებმა იტალიაში გამართულ სპორტულ საერთაშორისო ტურნირზე „კარატე 1 - ახალგაზრდული ლიგა“ სამი მედალი მოიპოვა
პრესტიჟულ შეჯიბრზე ლევან დადეშქელიანმა ოქროს,ხოლო ნოდარ სუპატაშვილმა და ნიკოლოზ აბულაძემ ბრინჯაოს მედლები მოიგეს.ქართველი კარატისტები ტურნირზე საქართველოს სპორტული კარატეს ფედერაციის ეგიდით და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ასპარეზობდნენ.
