ლიეტუვაში ბელარუსიდან შეფრენილი საჰაერო ბურთების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საჰაერო ბურთების გაშვება კონტრაბანდული სიგარეტის გადატანის მცდელობაა, საგანგებო მდგომარეობა კი არა მხოლოდ სამოქალაქო ავიაციის მუშაობაში ხელის შეშლას, არამედ ეროვნული უსაფრთხოების დაცვას უკავშირდება. ბოლო ორი თვის განმავლობაში, ლიეტუვის საჰაერო საზღვარი ბელარუსულმა საჰაერო ბურთებმა, უკვე რამდენჯერმე გადაკვეთს.
