უკრაინული მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკის გარემოცვასთან დაკავშირებული სკანდალური კორუფციული საქმის მონაწილის შვილი, მეოთხე წელია შვეიცარიაში ყველაზე ძვირადღირებულ კოლეჯში სწავლობს
საქმე ეხება იუსტიციისა და ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს გერმან გალუშენკოს, რომელიც კორუფციული სკანდალის გამო, თანამდებობიდან გადადგა. გაირკვა , რომ მას შვილის განათლებაში დახარჯული თანხა დეკლარაციაში არ მიუთითებია. მედიის ცნობით, შვეიცარიის კონკრეტულ კოლეჯში სწავლისა და ცხოვრების საფასური 200 ათასს დოლარს აღწევს.
