პოლონელი ევროპარლამენტარის განცხადებით, ევროკომისიის პრეზიდენტს თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დაატოვებინონ
. ევა ზაიაჩკოვსკა ჰერნიკი სოციალურ ქსელ ექსზე წერს, რომ ევროკავშირის ფსევდო-ელიტაში უდიდესი კორუფციული სკანდალი ტრიალებს. ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ კორუფციაში გარეული არიან ყოფილი ევროკომისარი დიდიე რეინდერსი, ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე პრეზიდენტი ევა კაილი, ევროკავშირის ყოფილი ტოპ დიპლომატი ფედერიკა მოგერინი და ევროკომისიის ყოფილი ვიცე პრეზიდენტი , ფრანს ტიმერმანსი. ევროდეპუტატი აღნიშნავს, რომ მათ მილიარდობით ევრო მოიპარეს და ციხეში უნდა ისხდნენ.
