ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს საქართველოში შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესები და პირობები წარუდგინა
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მომზადებულ რეგულაციას დაექვემდებარება როგორც ახალი მშენებლობები, ასევე, არსებული შენობების რეკონსტრუქციები და დაგეგმილი რეაბილიტაციები. ახალი რეგულაციით დადგინდება შენობა-ნაგებობების ექსტერიერის ელემენტების პარამეტრები.
