სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე, გურამ ოდიშარიას სცენარით შექმნილი სპექტაკლის „სასწაულის მოლოდინში“ პრემიერა გაიმართა
რეჟისორ გიორგი კაშიას სპექტაკლში წარმოდგენილია ორი, 80 წელს მიღწეული ქართველი და აფხაზი მეგობრის სოხუმში შეხვედრა. სპექტაკლის პრემიერას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ,მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად დაესწრო.
