საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ისინი ინდოეთის, ირანის, თურქეთის, თურქმენეთის, ჩინეთის, კუბის, ნიგერიის, ეგვიპტის, ლიბანის, კამერუნის და პაკისტანის მოქალაქეები არიან. მათ ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
