მმართველი გუნდი ბრიტანეთის ელჩის გზავნილებს დეზინფორმაციულს უწოდებს
მათი თქმით ბიბისის სიუჟეტის შემდეგ, დიპლომატის განცხადებები, ბრიტანეთის მხრიდან საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაზე მიუთითებს . ბრიტანეთის საელჩო ელჩის სტუდენტებთან შეხვედრის და ამ შეხვედრაზე განხილული საკითხების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ნათქვამია, რომ გარეტ უორდმა სხვა თემებთან ერთად, გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს შორის ურთიერთობები განიხილა. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ელჩმა თქვა, რომ პოლიტიკური ურთიერთობა დაზიანებულია , რადგან საქართველოში არსებობს ანტიდემოკრატიული ზეწოლა ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე.
