სოლიდარობა უკრაინელ ხალხს
საქართველო გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინაში. ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში მიღებულ განცხადებას თბილისის დასტური აქვს. ჩვენმა ქვეყანამ საერთაშორისო ტრიბუნა ომში მყოფი ხალხის მხარდასაჭერად კიდევ ერთხელ გამოიყენა, თუმცა არც ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა სათანადო პასუხი. საქართველოში ოპოზიციას არ ესმის, ან არ სურს აღიქვას- რას ნიშნავს ეს სოლიდარობა. კიევისგან კი საქართველოს მისამართით, როგორც წესი, მხოლოდ უსაფუძვლო ბრალდებები ისმის. გასულ კვირას საქართველომ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციასაც დაუჭირა მხარი, რომელიც რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დაბრუნებას მოითხოვს.
სიუჟეტის ავტორი: ანა ჩხიკვაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
