ფაინენშელ ტაიმსის ცნობით, საფრანგეთი ევროკავშირის სტრუქტურებს 18 მილიარდი ევროს ოდენობის რუსული აქტივების შესახებ ინფორმაციას უმალავს, რაც ბრიუსელის გაღიზიანებას იწვევს
ოფიციალური პარიზი არც რეზერვების ადგილსამყოფელს ამჟღავნებს და არც ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად მიდის დარიცხული პროცენტი. საფრანგეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ინფორმაციის გამჟღავნება საბანკო საიდუმლოს დაცვას ეწინააღმდეგება. ევროპაში გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის კრედიტის სახით გადაცემას ითხოვს ევროკომისია. უკრაინას მომავალ წელს ეკონომიკური და სამხედრო საჭიროებისთვის პარტნიორებისგან 45 მილიარდზე მეტი ევროს დახმარება სჭირდება. რუსული აქტივების გამოყენებას ეწინააღმდეგება ბელგია.
